თინა ბოკუჩავა - ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ, რომ შესუსტებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, სინამდვილეში შესუსტებული კი არა მორღვეულია

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში შესუსტებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, სინამდვილეში შესუსტებული კი არა მორღვეულია ის, რადგან მთელი სახელმწიფო მანქანა ემსახურება და ემორჩილება ერთადერთ ადამიანს, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა შერჩევით სამართალზე და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკით ხელმძღვანელობს სასამართლო, როდესაც საქმე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეხება.

დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა 2012 წლის მონაპოვარი, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, რადგან მოხდა კორუფციის დაბრუნება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ე.წ ქურდული სამყაროს გაძლიერება.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში შესუსტებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, სინამდვილეში შესუსტებული კი არა მორღვეულია ის, რადგან მთელი სახელმწიფო მანქანა ემსახურება და ემორჩილება ერთადერთ ადამიანს. თქვენ ახსენეთ სასამართლო სისტემა და გააკრიტიკეთ ამ სისტემაში დანიშვნები, სინამდვილეში ამ სისტემაში დანიშვნებმა და ბევრმა სხვა მანკიერმა პრაქტიკამ მიგვიყანა იქამდე, რომ არსებობს კლანები და სწორედ ეს კლანები მართავენ სისტემას, რაზეც საუბრობს არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები. მთელი სასამართლო სისტემა მოქმედებს ივანიშვილის დავალებით, როდესაც მაგალითად, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილს, ან „რუსთავი2“-ს ან ნებისმიერ სხვა საქმეებს, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეხება. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ სტრესის რეჯიმში მოიმუშავე მედია, სინადვილეში კი ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა