ქალაქ ორჰუსში დანიის პლაკატების მუზეუმში „ქართული ანბანისა და ქართული აფიშების“ გამოფენას საქართველოს ელჩი ესტუმრა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძე ქალაქ ორჰუსში დანიის პლაკატების მუზეუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას ესტუმრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ვიზიტის ფარგლებში, გიგი გიგიაძე დანიის პლაკატების მუზეუმის დირექტორს, ელზებეთ ოსტედ შანცს და მუზეუმის წარმომადგენელს „ქართული ანბანისა და ქართული აფიშების“ გამოფენის თანაორგანიზატორს, ლინე ფოგ სორსენსს შეხვდა.

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ „ქართული ანბანისა და ქართული აფიშების“ გამოფენაზე წარმოდგენილია 29 პლაკატი, რომელთა ნაწილიც უშუალოდ ქართულ ანბანს ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია მე-20 და 21-ე საუკუნეში საქართველოში შექმნილი კინოსა და თეატრის აფიშები,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართული თემატიკის გამოფენა მუზეუმში 21 მაისამდე გაგრძელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან