დავით ბაქრაძე - არ მახსენდება ასეთი ფაქტი, რომ პრეზიდენტს ყოველწლიური მიმართვის შემდეგ დებატები დაეტოვებინოს

მე არ მახსენდება ასეთი ფაქტი, რომ პრეზიდენტს დაეტოვებინოს დებატები მისი ყოველწლიური მიმართვის შემდეგ, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა. დავით ბაქრაძის შეფასებით, სიტუაცია არაორდინალურია და აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს გამონაკლისის დაშვება.

„ის, რასაც ბატონი ირაკლი კობახიძე აცხადებს რეგლამენტთან დაკავშირებით, სამართლებრივად და პროცედურულად ნამდვილად სწორია და ნამდვილად ასეა, ამიტომ, რეგლამენტზე არ ვდაობთ. კოლეგებო, ჩვენ ვართ ძალიან არაორდინალურ სიტუაციაში. პოლიტიკაში ძალიან დიდი ხანი ყოფნისა, მე არ მახსენდება ასეთი ფაქტი, რომ პრეზიდენტს დეტოვებინოს დებატები, მისი ყოველწლიური მიმართვის შემდეგ. ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მხოლოდ რეგლამენტის პროცედურული მხარიდან გამომდინარე და ნუ იქნება ეს სხდომის წამყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ამას დაასაბუთებს რეგლამენტის პროცედურული დაცვის მხარით. ეს არის ძალიან არაორდინალური სიტუაცია, ვიმყოფებით პოლიტიკური გადაწყვეტილების წინაშე, ამიტომ თქვენი უფლებაა დაუშვათ გამონაკლისი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დებატების გამართვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. პრეზიდენტმა მოითხოვა დებატების სახე მიეცათ დისკუსიისთვის და გარკვეული კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

„მე არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს არ ჰქონოდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. გააკეთეთ ისეთი ცვლილება, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო