აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო

შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ–მასწავლებლები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარის, როგორც ოთხ სეზონზე დასასვენებელი ტურისტული ადგილის, პოპულარიზაცია დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, დილიდან უნივერსიტეტის შესასვლელი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაოებების, სამთო-საზღვაო ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული სერვისების ამსახველი ფოტოებითა და ბანერებით გაფორმდა. უნივერსიტეტის სტუდენტები დილიდანვე ჩართულები იყვნენ სხვადასხვა თემატურ მხიარულ შეჯიბრებებში, რომელთა გამარჯვებულებმაც ბათუმში, ზაფხულის ფესტივალზე დასასწრები სამდღიანი საგზური მოიგეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებსა და ლექტორ–მასწავლებლებს სპეციალური პრეზენტაცია ჩაუტარეს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი რეგიონის ყველა სამთო თუ საზღვაო ტურისტული პროდუქტი. პრეზენტაციისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებსაც გაცნობოდნენ, სადაც კარგადაა წარმოჩენილი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები. მათ საჩუქრად დაურიგდათ რეგიონის აჭარის ამსახველი სარეკლამო–საინფორმაციო მასალებიც. ღონისძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმური ბენდის „ასეა სულ“ კონცერტით დასრულდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ ვაჩვენოთ, რომ აჭარაში მოგზაურობა და დასვენება წლის ნებისმიერ პერიოდში შეიძლება. ჩვენ რეგიონის პოპულარიზაცია დავიწყეთ თელავის უნივერსიტეტიდან, სადაც ძალიან დიდი ინტერესი დაფიქსირდა აჭარის მიმართ. სტუდენტები დილიდან აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენს ღონისძიებაში და დეტალური ინფორმაცია მიიღეს თუ როგორ და სად შეუძლიათ იმოგზაურონ აჭარაში ყოფნისას. შიდა ტურიზმი არის ტურიზმის განვითარების ღერძი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი პრეზენტაციები, პროექტები გამოაცოცხლებს შიდა ტურიზმს და ხელს შეუწყობს აჭარაში ახალგაზრდების მოზიდვას და ზოგადად ტურიზმის განვითარებას,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო