ანრი ოხანაშვილი - პრეზიდენტი გაბუტობანას გვეთამაშება

პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა როდის იყო დებატები. თუ მას დებატები უნდოდა, უნდა შემოეთავაზებინა უმრავლესობისთვის კონსტრუქციულად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მოთხოვნა დებატების გამართვაზე და გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვება არის ინსტიტუციის უპატივცემულობა.

„გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი. საუბრობს იმაზე, რომ სურს დებატიო და გარბის დარბაზიდან. თუ მას სურს დებატები, მაშინ მოისმინოს, დებატებში შევიდეს.

ეს არის ამ პარლამენტისადმი უპატივცემულობა. ეს არის კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვა, მაგრამ მე არ მიკვირს, სადაც იმდენი შეწყალება ხდება ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, რომელი კანონმდებლობის დაცვაზეა საუბარი.

პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა როდის იყო დებატები. თუ მან იცოდა, რომ უნდოდა დებატები, უნდა შემოეთავაზებინა ეს. მას ასევე შეეძლო შესვენების დროს კონსტრუქციულად ესაუბრა ჩვენთან და ეთქვა და არ გაქცეულიყო. ეს არის დესტრუქცია, ჩვენ უნდა დავიცვათ კანონმდებლობა“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დებატების გამართვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომა დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დებატების სახე მიეცათ დისკუსიისთვის და გარკვეული კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

„მე არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს არ ჰქონოდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. გააკეთეთ ისეთი ცვლილება, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს