მამუკა მდინარაძე - იმ მოჯადოებულ სასახლეში ვინც შევიდა, ყველას მოუნდა, რომ პარლამენტმა და საზოგადოებამ მის ხუშტურებზე იაროს

იმ მოჯადოებულ სასახლეში ვინც შევიდა, ყველას მოუნდა, რომ პარლამენტმა და საზოგადოებამ მის ხუშტურებზე იაროს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ საკითხზე მსჯელობისას განაცხადა, უნდა მისცენ თუ არა პრეზიდენტს უფლება დეპუტატებთან დისკუსიაში შევიდეს.

„პრობლემა, იცით, რა მგონია? სერიოზულად რომ ვლაპარაკობთ ახლა ამ ყველაფერზე. კაცს ჰქონდა საათი და მეტიც შეეძლო ელაპარაკა და გამოიყენა 23 წუთი და ილაპარაკა არაფერზე. ვერ გაიგო ვერავინ, რაზე ილაპარაკა. ზუსტად იცოდა, რა აქცენტები დაისმებოდა და არცერთ კითხვაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს, პასუხები არ გასცა. ოპოზიცია გვთავაზობს დამატებით, რომ რადგან მცირედი გამონაკლისი დავუშვით და ბოლოში ჰქონდა პასუხის საშუალება მისივე სასარგებლოდ, ახლა საერთოდ გადავდოთ რეგლამენტი გვერდით და მის ხუშტურებზე ვიაროთ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იმ მოჯადოებულ სასახლეში ვინც შევიდა, ყველას მოუნდა, რომ მის ხუშტურებზე იაროს ყველამ - პარლამენტმაც, საზოგადოებამაც... ვერ გამოვიდნენ ამ მოჯადოებული წრიდან. კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს თავისი კაბინეტიდან, რომელიც გააჩნია ამ პარლამენტში, დაჯდეს, დაიცვას კანონი, პატივი სცეს საზოგადოებას, მაგრამ ეს არ გამოუვიდა ამ წლების განმავლობაში და დღეს შეიძლება ვერ მოახერხოს და ჩვენ მის ხუშტურებზე ნუ ვივლით“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დასკვნით სიტყვამდე დეპუტატების გამოსვლებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის დარღვევაა. გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო დებატების ფორმატზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო