გიგა ბოკერია - ღირსებაზე იყო საუბარი უმრავლესობის მხრიდან, თქვენთვის რეგლამენტის დარღვევა ღირსების საკითხია?

პარლამენტის რეგლამენტში წერია მინისტრების გამოცხადებაზე, მაგრამ რომ არ მოდიან, ბოდიში და ფეხებზე იკიდებთ ხოლმე, პრეტენზიასაც არ უყენებთ წელიწადია, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

„ღირსებაზე იყო საუბარი უმრავლესობის მხრიდან, თქვენთვის რეგლამენტის დარღვევა ღირსების საკითხია? იმ რეგლამენტში წერია მინისტრების გამოცხადებაზე, მაგრამ რომ არ მოდიან, ბოდიში და ფეხებზე იკიდებთ ხოლმე, პრეტენზიასაც არ უყენებთ წელიწადია. ღირსება მაშინაც უნდა გაგახსენდეთ ხოლმე, როდესაც მინისტრები ოპოზიციას იგნორს უკეთებენ და თქვენ დაგცინიან“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის საქციელი დარბაზის დატოვებასთან დაკავშირებით არ მოსწონს.

„მოგწონთ თუ არა მარგველაშვილის საქციელიო, იკითხეთ. მე პრეზიდენტი მარგველაშვილი ზოგადად არ მომწონს, არც მაშინ მომწონდა თქვენ, რომ შემოგვთავაზეთ. არც ერთ ეტაპზე არ მომწონდა, არც მინისტრი არ მომწონდა, არც პრეზიდენტი არ მომწონს და არც ეს საქციელი მომწონს“, - მიმართა უმრავლესობას ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა