გლდანის რაიონის გამგებელი მუხიანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ავჭალა 1-ში (მუხიანის სამხედრო დასახლება) ოთხ მისამართზე გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, გობრონიძის ჩიხში, გაბაშვილის მეხუთე გასასვლელში, ვ. ვარაზაშვილის და ლურჯქედის ქუჩებზე გზა კაპიტალურად მოწესრიგდება. ამასთან, მუხიანში კორპუსების მიმდებარედ ქუჩებთან დამაკავშირებელი კიბეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მესამე მიკრორაიონის N18 კორპუსის, ასევე, მეორე მიკრორაიონის N5, N8, N11 კორპუსების ტერიტორიაზე ხორციელდება.

მერიის ინფორმაციით, ამავე კორპუსებთან დაახლოებით, 1200 კვადრატულ მეტრზე ფეხით სავალი ბილიკები მოეწყობა. ამასთანავე, N11 კორპუსთან მისასვლელი პანდუსით იქნება უზრუნველყოფილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს