ირაკლი აბესაძე - მიუხედავად რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ შედგეს პოლიტიკური დებატები

მიუხედავად რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ შედგეს პოლიტიკური დებატები და პრეზიდენტს მიეცეს შესაძლებლობა, პასუხი გასცეს მის მიმართ გამოთქმულ თუნდაც პოლიტიკურ ბრალდებებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პრეზიდენტის დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესშია, რომ სხდომა გაგრძელდეს პრეზიდენტის ჩართულობით.

„დღეს საქარველოს პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში მხოლოდ ნაწილობრივ ისაუბრა იმ ძალიან სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. შემდეგ ვიხილეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გამოსვლა, რომლებიც თავის სტილში პრეზიდენტზე თავდასხმას და მასთან ქიშპობას აგრძელებენ და არ საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს. ყველა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესშია, რომ სხდომა გაგრძელდეს პრეზიდენტის ჩართულობით და მოხერხდეს იმ საკითხებზე არსობრივი მსჯელობა, რომელზედაც პასუხის გაცემას საზოგადოება ჩვენგან ელოდება“, - განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დასკვნით სიტყვამდე დეპუტატების გამოსვლებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის დარღვევაა. გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო დებატების ფორმატზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს