ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინებში გაემგზავრა, სადაც 3-6 მაისს, ქალაქ მანილაში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს. წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს „აზიის განვითარების ბანკის“ პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან. დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წლიურ შეხვედრაზე და ბიზნესფორუმზე.

ვიზიტის ფარგლებში შედგება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები როგორც კოლეგებთან, ისე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან.

საქართველო „აზიის განვითარების ბანკის“ წევრი 2007 წლიდანაა. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. სახელმწიფო სექტორში ძირითადად ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. ფინანსდება ასევე მთავრობის რეფორმების მხარდამჭერი პროგრამები.

დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო