ზუგდიდში საიუველირო მაღაზიიდან ძვირფასი ნივთების ძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე ოქროს ნივთების მაღაზიიდან ძვირფასი ნივთების ძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. უწყების ცნობით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე, ოქროს ნივთების მაღაზიიდან დღეს ძვირფასი ნივთები გაიტაცეს.

"მამაკაცი შემოვარდა, ყუთს დასტაცა ხელი, სადაც ოქროულობა იდო და გაიქცა", - განაცხადა გამყიდველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა