აშშ საელჩომ და „საქართველოს ბანკმა“ ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსის დაწყების შესახებ განაცხადეს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და „საქართველოს ბანკის“ საქართველოს წამყვანი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განაცხადეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტორ პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში.

ბანკის ინფორმაციით, პროგრამის თანადაფინანსება „საქართველოს ბანკის“ მხრიდან გულისხმობს, თანხის გამოყოფას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან ყოველწლიურად დამატებით ორი სტუდენტის დაფინანსებისთვის, რომელთაც სურთ სწავლა განაგრძონ ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა ან საინჟინრო მიმართულებით. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ორი სტუდენტი აშშ–ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება. ამისთვის სტუდენტები 2018 წლის შემოდგომაზე მიმდინარე კონკურსის შედეგად შეირჩევიან.

„საქართველოს ბანკის“ მიზანია, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ სწავლისთვის სტიპენდიების დაწესებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერის გზით, რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო განათლება. განათლების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. აშშ მთავრობასთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ყოველწლიურად კიდევ ორ ახალგაზრდას მისცემს საშუალებას მიიღოს დაფინანსება აშშ–ში წამყვანი უნივერსიტეტის ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

2014-2017 წლებში „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით განათლების მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკურსის 6 გამარჯვებული გაემგზავრა. საერთო ჯამში, საქართველოს ბანკის მიერ, ფულბრაიტის პროექტის დაფინანსების მოცულობამ 560,035 ლარია შადგინა.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებელებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1-ლი აგვისტო. დაწვრილებით ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე - http://istudy.ge

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს