ლიბიაში უმაღლეს საარჩევნო კომისიაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული

ლიბიაში, ტრიპოლში უმაღლეს საარჩევნო კომისიაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულია 16 და დაშვებულია 19 ადამიანი, - იუწყება საინფორმაციო პორტალი „ლიბია დღეს“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

დღეს დილით შეიარაღებულმა მებრძოლებმა თავდასხმა მოაწყვეს საარჩევნო კომისიაზე, სადაც ამომრჩევლების რეგისტაცია მიმდინარეობდა. შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. გარდა ამისა, შენობას გარედან წაეკიდა ცეცხლი. თავდამსხმელთა შორის იყვნენ თვითმკვლელი ტერორისტებიც.

ახლა შენობა მებრძოლებისგან გათავისუფლებულია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და პოლიცია. ორსართულიანი შენობა თითქმის მთლიანად არის დამწვარი.

ლიბიაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად მზადება დაიწყო. არჩევნები 2018 წელს უნდა შედგეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს