საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის დებატებში პერმანენტული მონაწილეობისთვის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგელაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

პრეზიდეტმა შენობის დატოვებამდე ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა.

"პირველ რიგში, მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას ის, რომ ეს იქნებოდა დებატების ფორმატი ამის თაობაზე 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული. ეს ერთი და მეორე - ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი და სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მინდა ბოლომდე პასუხი გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს. მესამე - შეუძლია მედიას ამოიღოს არაერთი შემთხვევა პრეზიდენტების პარლამენტში დებატებისა. და ბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, არც ერთი პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს და შემდეგ შევეცდები, რომ საზოგადოებას პასუხები გავცე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დასკვნით სიტყვამდე დეპუტატების გამოსვლებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის დარღვევაა. გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი იქამდე დატოვა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო დებატების ფორმატზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. დებატების ფორმატის შეცვლის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა. პარლამენტმა დებატების ფორმატის ისეთნაირად შეცვლას, რომ პრეზიდენტს დისკუსიაში ჩართვის პერმანენტულად საშუალება ჰქონოდა, მხარი არ დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო