გიორგი მარგველაშვილი - არც ერთი რეგლამენტით და პროცედურით არ არის გათვალისწინებული ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში

არც ერთი რეგლამენტით და პროცედურით არ არის გათვალისწინებული ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დებატების ფორმატის შეცვლას, რომლის თანახმად, პრეზიდენტს პერმანენტულად დისკუსიაში ჩართვის საშუალება ექნებოდა.

მისივე თქმით, ის დეპუტატების გამოსვლებს მოისმენს. „მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული, რომ იქნებოდა პოლიტიკური დებატები. ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი, მინდა, ბოლომდე პასუხები გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს. მედიას შეგიძლიათ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პარლამენტში პრეზიდენტების დებატის. დაბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, ეს არც ერთი რეგლამენტით და პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მე მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხების მოსმენა მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები დეპუტატების გამოსვლებს და მერე იმ საშუალებებით, რაც შემეძლება, შევეცდები საზოგადოებას პასუხები გავცე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა და დეპუტატების გამოსვლებს დარბაზში აღარ მოუსმენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს