გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ „ენერგო პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ხვალ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 555 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში - ახალსოფელი, ჩაბანო, არტანი, ჭირჭელაურები და მიმდებარე სოფლებში.

10:30 საათიდან 18:00 საათამდე, ასევე შეზღუდვა შეეხება 744 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში - აგატი, ჭალის აგარაკები, ჟინვალი, ჭოპორტის აგარაკები და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე 3 აბონენტს ზაჰესში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო