ვახუშტი მენაბდე - პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს საპარლამენტო პროცედურებს

პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს საპარლამენტო პროცედურებს, - ასე აფასებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. აღნიშნული შინაარსის განცხადება კონსტიტუციონალისტმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

„პრეზიდენტმა ახლახან პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. ის დებატების ფორმატით არის უკმაყოფილო. ეს ფორმატი მართლაც მოუქნელია, მაგრამ ის რეგლამენტით არის გათვალისწინებული და პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს საპარლამენტო პროცედურებს (მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო სუბიექტებს იგივე პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ხშირად გაუკეთებიათ)“, - წერს მენაბდე.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა და დეპუტატების გამოსვლებს დარბაზში აღარ მოუსმენს. მისივე განმარტებით, არც ერთი რეგლამენტით და პროცედურით არ არის გათვალისწინებული, რომ ის უნდა იჯდეს დარბაზში. პრეზიდენტის თქმით, ის დეპუტატების გამოსვლებს მოისმენს. „მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული, რომ იქნებოდა პოლიტიკური დებატები. ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი, მინდა, ბოლომდე პასუხები გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს. მედიას შეგიძლიათ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პარლამენტში პრეზიდენტების დებატის. დაბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, ეს არც ერთი რეგლამენტით და პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მე მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხების მოსმენა მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები დეპუტატების გამოსვლებს და მერე იმ საშუალებებით, რაც შემეძლება, შევეცდები საზოგადოებას პასუხები გავცე“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან