ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ასტროლოგისა და მწერლის, რამაზ გიგაურის საჯარო ლექცია გაიმართება

„ლურჯი ოკეანის კლუბის“ ორგანიზებით, 4 მაისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში BTU, ასტროლოგისა და მწერლის, რამაზ გიგაურის საჯარო ლექცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან აცნობეს, ავტორი ისაუბრებს თემაზე „პოზიტიური აზროვნება“.

"დაუკვირდით საკუთარ აზრებს, დაე, თქვენი აზრები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი აზრები აყალიბებს თქვენს სიტყვებს", - აღნიშნავს რამაზ გიგაური.

რამაზ გიგაური ავტორია წიგნისა „წარმატების 365 გასაღები“, რომელიც ბიზნესლიტერატურის სერია „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცა. ღონისძიებაზე „ლურჯი ოკეანის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება და სპეციალური შეთავაზებით -20%-ანი ფასდაკლებით გაიყიდება. დასწრება თავისუფალია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო