ქუთაისში იმერული საოჯახო ღვინოების ფესტივალი გაიმართა

დღეს ქუთაისში, იმერული საოჯახო ღვინოების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრო.

ფესტივალი სამეფო კომპლექს „ოქროს ჩარდახის“ წინ მოეწყო. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მაია ცქიტიშვილი იმერული ღვინოების დეგუსტაციაზე მიიწვია. ღვინის ფესტივალის პარალელურად ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზოში ყველის ფესტივალი გაიმართა, სადაც იმერული ყველის მომზადების მასტერკლასები მოეწყო.

ღვინისა და ყველის ფესტივალი ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო