თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში ღონისძიება „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ გაიმართა

თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დარბაზში ღონისძიება „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ევროკავშირის ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც წარმატებით ხორციელდება 6 ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

მათივე ინფორმაციით, ინიციატივის უმთავრესი მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ადგილობრივ დონეზე.

ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, პროექტის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმძღვანელმა პიტერ კორსბიმ და ამავე პროექტის კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ზვიად არჩვაძემ.

მათივე ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მხარის გუბერნატორმა აქცენტები გააკეთა მუნიციპალიტეტების განვითარების ახალ ეტაპზე და ყველა იმ სიკეთეზე, რასაც ევროკავშირის პროგრამების განხორციელება მოუტანს თითოეულ მუნიციპალიტეტს.

„დღეს მუნიციპალიტეტები განვითარების ახალ ფაზაში გადადიან, მათ თვითონ უნდა იზრუნონ და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას ადგილობრივ დონეზე. ევროკავშირის ინიციატივის გაზიარება და პროგრამაში - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ჩართულობა, საშუალებას მოგვცემს გავიღრმავოთ ცოდნა, რათა შევძლოთ ევროკავშირის პროექტების ეფექტურად განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს და სიკეთეს მოგვიტანს ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ღონისძიების დასასრულს, კახეთის რეგიონში შემავალი ყველა თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელს პროგრამაში - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ჩართულობის დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს