კახა ოქრიაშვილი - იმედი მაქვს, საარჩევნო მოდელი კვლავ შერეული სისტემის სასარგებლოდ შეიცვლება

იმედი მაქვს, 2020 წლის მოწვევის პარლამენტი დაუბრუნდება საარჩევნო სისტემის საკითხს და საარჩევნო მოდელი შერეული სისტემის სასარგებლოდ შეიცვლება, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

როგორც ოქრიაშვილმა განმარტა, სრულიად პროპორციული სისტემები არაეფექტურია განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. დეპუტატის თქმით, შერეულ საარჩევნო სისტემას დაუბრუნდა იტალია და მოლდოვა, რადგან ამ ქვეყნებში პროპორციული სისტემის დამსახურებით ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება ვერ ჩამოყალიბდა და იყო მუდმივი პოლიტიკური კრიზისი.

“ჩვენ კვლავ ვემხრობით შერეულ - პროპორციულ/მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერი პარლამენტის შექმნას და ცენტრალური ხელისფულების ზომიერ კონცენტრაციას. დიახ, ამ შემთხვევაში არის ხელისუფლების ზეკონცენტაციის საფრთხე, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ინსტიტუციები, პარტიული სტრუქტურები და სამოქალაქო საზოგადოება განვითარებულია, ზეკონცენტაციის საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო