ზვიად კუპრავას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელს ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა წუხელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„საპატრულო პოლიციამ გადამოწმების მიზნით წუხელ გააჩერა ავტომობილი. მძღოლი ალკოტესტით გადამოწმების შემდეგ ნასვამი აღმოჩნდა, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა დაჯარიმებულიყო. გვერდზე მჯდომმა მისმა მგზავრმა ზ.კ -მ დაიწყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მათ შორის უცენზურო სიტყვების გამოყენება, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების, ასევე გარშემომყოფების მიმართ. მას არაერთხელ მოუწოდეს დამშვიდებულიყო, თუმცა არ დაემორჩილა პოლიციელებს და მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება“, -განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა