არჩილ თალაკვაძე - რატომღაც ვერ მოვისმინეთ აქცენტები და წონიანი განცხადებები, რომელიც შეეძლო პრეზიდენტს გაეკეთებინა საქართველოს საერთაშორისო და საგარეო საკითხებზე

რატომღაც ვერ მოვისმინეთ აქცენტები და წონიანი განცხადებები, რომელიც შეეძლო პრეზიდენტს გაეკეთებინა საქართველოს საერთაშორისო და საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მადლობის გადახდას მაინც იმსახურებდნენ. „რატომღაც ვერ მოვისმინეთ აქცენტები და წონიანი განცხადებები, რომელიც შეეძლო პრეზიდენტს გაეკეთებინა საქართველოს საერთაშორისო და საგარეო საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო მიდის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, როდესაც ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დრო არ დაუთმო ამ საკითხებზე სიღრმისეულ საუბარს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ და ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომელსაც განუზომლად დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მინიმუმ იმსახურებდნენ იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტს თავის შემაჯამებელ გამოსვლაში ორი სიტყვით მადლობა მაინც გადაეხადა ჩვენი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს