ეკა ბესელია - თუ პარლამენტი თავად არ იცავს საკუთარ წესს და პროცედურებს, ვერასდროს გააკონტროლებს, როგორ იცავენ ამას სხვები

როდესაც ჩვენს მიერ არჩეული პრეზიდენტის პირველი გადაწყვეტილება იყო იმ სასახლის ზღურბლის გადაბიჯება, ჩემთვის ეს იყო იმ პრინციპების დარღვევა, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

„ჩვენ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, 119 დღე ვიდექით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმ სასახლეში არ შესულიყო. ვიდექით იმ სასახლესთან იმიტომ, რომ ის იყო სიმბოლო უსამართლობის. ამის შემდეგ, როდესაც ჩვენს მიერ არჩეული პრეზიდენტის პირველი გადაწყვეტილება იყო იმ ზღურბლის გადაბიჯება, ჩემთვის იყო იმ პრინციპების დარღვევა, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი საქციელი მოწმობს, რომ მმართველ გუნდსა და გიორგი მარგველაშვილს შორის დაპირისპირება პიროვნული არ არის. „ყველაზე სამწუხარო ჩემთვის არის ახლა ის სურათი, რაც ამ დარბაზში ჩანს. ვფიქრობ, ეს სურათი არის პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც ხშირად ისმება - რა არის მთავარი გაუგებრობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის? რომ არ არის ეს პერსონალური დაპირისპირების საკითხი და არის ინსტიტუციური დამოკიდებულების პროცესში გამოჩენილი ძალიან დიდი უპატივცემულობა, ამის მაგალითია დღევანდელი დღე. მე მგონი, ჩვენ შორს წასვლა აღარ დაგვჭირდება არგუმენტების საძებრად. რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ეს არის  ძალიან სამწუხარო პრეზიდენტისგან, რომელსაც დიახ, ევალება თავად იყოს გარანტი კანონის დაცვის და იმ ინსტიტუტის პატივისცემის, რომელსაც ევალება არა მხოლოდ კანონის მიღება, არამედ ამ კანონის დაცვაც. კანონმდებლები თუ გადავაბიჯებდით იმ პროცედურებს, რომლის დარღვევას ასე დაბეჯითებით გვთხოვდა ოპოზიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ გადავაბიჯებდით იმ ზღურბლს, რომლის დაცვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თუ პარლამენტი თავად არ იცავს საკუთარ წესს და პროცედურებს, ვერასდროს გააკონტროლებს, როგორ იცავენ ამას სხვები. პრეზიდენტი დღეს სამწუხაროდ იყო მაგალითი, რომ არათუ არ სცა პატივი ამ წესებს და პროცედურებს, არამედ თქვა, რომ მისთვის საგამონაკლისო სივრცე შექმნილიყო ამ პარლამენტში. ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა