ზაქარია ქუცნაშვილი - არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი დარბაზიდან გადის

ვალდებული ვარ, როგორც ადამიანმა და როგორც მთიელმა, ბატონ პრეზიდენტს ვუთხრა: - არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი დარბაზიდან გადის, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.

“ეს დარბაზი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა. ვსაუბროთ თქვენი ხელმძღვანელობით (პრეზიდენტი მყავს მხედველობაში) უშიშროების საბჭოს შენარჩუნების აუცილებლობაზე და ამ დროს, მორიგ სიტყვას არ ველოდებით. მოგვწონს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და ამ დროს რამდენიმე საათით მოთმინება გვიჭირს. რა უფლება მაქვს თქვენს პირად ემოციას შევეხო, მაგრამ ხომ იცით, სახელმწიფო პოლიტიკურ პირებს პირად ემოციაზე აყოლის უფლება არა გვაქვს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა პრეზიდენტის მისამართით.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დებატებში პრეზიდენტის პერმანენტული მონაწილეობისთვის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგელაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა