არჩილ თალაკვაძე - გულდასაწყვეტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში არ ახსენა არჩილ ტატუნაშვილი

გულდასაწყვეტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში არ ახსენა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე მომენტი, როდესაც დავკარგეთ არჩილ ტატუნაშვილი, როდესაც მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა და როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით ამ ფაქტს ჰქონდა მკვეთრი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ვალდებულიც კი იყო არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით სათანადო, შესაბამისი განცხადებები გაეკეთებინა თავის გამოსვლაში.

გარდა ამისა, უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა პრეზიდენტისგან „უსამართლო“ შეფასება დაიმსახურეს.

„გული მწყდება, რომ პრეზიდენტმა ჩვენი პოლიციელების მიმართ ვერ გაიმეტა ვერც ერთი დადებითი შეფასება და თქვა მხოლოდ ის, რომ საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურები არის პოლიტიზებული, თითქოს, ჩვენ ვერ შევძელით დეპოლიტიზება. ყველა პოლიციელი, რომელიც გამოდის დილით სახლიდან, ემსახურება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას, ემსახურება იმას, რომ თქვენმა, ჩვენმა შვილებმა სკოლაში იარონ უსაფრთხოდ, ემსახურება იმას, რომ მართლწესრიგი იყოს ქვეყანაში, დაცული იყოს ჩვენი საკუთრება, მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება, ამ პოლიციელებმა დღეს პრეზიდენტისგან მხოლოდ და მხოლოდ დაიმსახურეს სიტყვა პოლიტიზებული, რაც, ვფიქრობ, უსამართლო შეფასებაა, სამწუხაროდ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა