ირმა ინაშვილი უმრავლესობას - ბოლშევიკები ხართ თქვენი აზროვნებით - ეს მოგწონთ, რაც ახლა ხდება, როცა საკუთარ თავს უსმენთ?!

გასული ხართ პოლიტიკურ ასტრალში - მსგავსი რამ საბჭოთა კავშირის ყრილობებზე არ ხდებოდა, - აღნიშნული განცხადებით პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა “ქართული ოცნების“ უმრავლესობას მიმართა.

“ახლა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტი არ იმყოფება და თქვენ შორიდან ეჩხუბებით და აკრიტიკებთ მას. ეს ზნეობრივი საქციელი არ არის და ამას ოჯახებში არ გვასწავლიდნენ - როცა ადამიანი არ იმყოფება, მასზე აუგი არ უნდა თქვა. ადამიანს ყველაფერი პირში უნდა უთხრა. მე თქვენ პირში გეუბნებით, რომ თქვენი აზროვნებით ხართ ბოლშევიკები - აი, მდინარაძის ჯგუფი!“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ რაც მან დღეს გააკეთა, პოლიტიკური კულტურის გააზრებისგან შორს დგას. “რას კადრულობთ და რატომ კადრულობთ?! პრეზიდენტს ართმევთ თავისუფალი სიტყვის უფლებას და ამას იმით ამართლებთ, რომ თურმე რეგლამენტი დაიცავით. მაშინ სად იყო ეს რეგლამენტი, როცა ნდობის ჯგუფში ჩვენი ფრაქცია არ შეიყვანეთ და კანონს ცინიკურად თავზე გადაახტით?! მაშინ რატომ არ იცავდით სამართლებრივ ასპექტებს, როცა კონსტიტუცია ჯიბეში ჩაიდეთ?! ის, რაც ახლა ამ დარბაზში ხდება, ბრეჟნევსა და ანდროპოვს მახსენებს. ასაკით ჩემზე ახალგაზრდა ხართ და წესით ეს საბჭოთა აზროვნება თქვენში არ უნდა ბუდობდეს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

როგორც ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელმა აღნიშნა, პრეზიდენტი არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვდა, გარდა იმისა, რომ დეპუტატებთან დებატებში ჩართვის და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა. “ეს მოგწონთ, რაც ახლა ხდება, როცა მხოლოდ საკუთარ თავს უსმენთ?! ჩვენ კარგად ვიცით, როგორც მთავრდება ეს უზურპატორული თვისებები“, - დასძინა ირმა ინაშვილმა.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დებატებში პრეზიდენტის პერმანენტული მონაწილეობისთვის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგელაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა