ადვოკატი - პროკურატურის ერთ-ერთი „ოქროს მოწმის“ ჩვენებით, არც ერთი ბრალდებულის მიერ დანის გამოყენება არ დადასტურდა

პროკურატურის ერთ-ერთი „ოქროს მოწმის“ ჩვენებით, არც ერთი ბრალდებულის მიერ დანის გამოყენება არ დადასტურდა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწოვანი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმემაც მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირბით ჩვენება შეცვალა და სასამართლოს განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა.

„დავკითხეთ ერთ-ერთი ოქროს მოწმე, რომელმაც დაცვის მხარის შეფასებით არ დაადასტურა ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება. მისი ჩვენება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების დადგენილებასთან, პოზიციასთან და იმ ყველაფერთან, რის დამტკიცებასაც ცდილობს ბრალდების მხარე. მისი ჩვენებით არც ერთი ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, თუმცა მის მიერ გაჟღერებული გარკვეული გარემოებები ნამდვილად იყო თავსებადობაში რიგი მოწმეების ჩვენებებთან. მისი ჩვენებით, არც ერთი ბრალდებულის მიერ დანის გამოყენება არ დადასტურდა. მოწმეს საერთოდ არ უხსენებია ის, რომ კონკრეტულმა ბრალდებულმა კონკრეტულ პიროვნებას მიაყენა დანით ჭრილობა“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო