ზვიად ფხაკაძე - საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, დადასტურდა გარკვეული დეტალები

საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე უშუალოდ იმყოფებოდა, დადასტურდა გარკვეული დეტალები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულებზე ბრალად შერაცხული ქმედებასთან, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე კონფლიქტში მონაწილე პირი და გამომძიებლები დაიკითხნენ.

„ერთი მოწმე, რომელიც სასამართლო სხდომაზე დაიკითხა, უშუალოდ იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დროს. კერძოდ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, მან პირადად ნახა, თუ რა ვითარებაში დაიწყო და გაგრძელდა ჩხუბი. ასევე დაიკითხნენ სხვა მოწმეები, რომლებმაც ზოგადად ისაუბრეს მომხდართან დაკავშირებით და ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მივიდა კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთ პირთან სახლში, როგორ იყო მისი ზედა დაზიანებული, სისხლიანი. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება განახორციელა. სწორედ აღნიშნული გამომძიებლის მიერ, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოპოვებულია ერთ-ერთი დანა, რომელიც საქმეში ფიგურირებს და რომელზეც არის გარდაცვლილი ორი პირის დნმ პროფილი და ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის დნმ პროფილი. ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ აღნიშნული დანით დანაშაულებრივი ქმედება იყო ჩადენილი. ასევე გამოკვლეულია წერილობითი მტკიცებულებები. ბრალდების მხარე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, რათა დაცვის მხარეს მივცეთ ნივთიერი მტკიცებულებები. თუმცა, დაცვის მხრიდან ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მოთხოვნის შესახებ რაიმე ინფორმაცია, რაიმე დოკუმენტი არ წარმოდგენილა. შესაბამისად, ბრალდების მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, დაცვის მხარეს მივაწოდოთ საკვლევი მასალა“, - განაცხადა პროკურორმა.

ფხაკაძის თქმით, საქმეზე დღეს დაკითხული მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენებას ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაში გააანალიზებს. „საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე უშუალოდ იმყოფებოდა, დადასტურდა გარკვეული დეტალები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულებზე ბრალად შერაცხულ ქმედებასთან. ბრალდების მხარე ხსენებული მოწმის ჩვენებას აუცილებლად გამოვიყენებთ დასკვნით სიტყვაში“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს