სომხეთის მმართველი პარტია - 8 მაისს სომხეთს პრემიერმინისტრი ეყოლება

სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია პრემიერმინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს, მაგრამ ირწმუნება, რომ 8 მაისს დაგეგმილი კენჭისყრის მეორე ტურის შედეგად, ქვეყანას ახალი პრემიერმინისტრი ეყოლება. ამის შესახებ რესპუბლიკელთა საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა ვაგრამ ბაღდასარიანმა განაცხადა.

„8 მაისს სომხეთს პრემიერმინისტრი ეყოლება. რესპუბლიკური პარტია თავის კანდიდატს არ დააყენებს და იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელსაც პარლამენტის შემადგენლობის ერთი მესამედი წამოაყენებს“, - განაცხადა ბაღდასარიანმა.

მანვე სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდა, შეწყვიტონ გზების, მაგისტრალებისა და აეროპორტების ბლოკირება და დაუბრუნდნენ საკონსტიტუციო ველს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა