რუსთავში გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავში, კლდიაშვილის სახელობის სკვერში, გამწვანების აქციის ფარგლებში 130 ძირი პავლოვნიის ნერგი დაირგა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, გამწვანების აქციაში მონაწილეობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, გუბერნატორის პირველმა მოადგილე ალექსანდრე მეტრეველმა, რუსთავის #17 და #20 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად მიიღეს.

,,სასიხარულოა, რომ ქალაქი მუდმივად ვითარდება, იქმნება და წესრიგდება რეკრეაციული ზონები. მისასალმებელია ყველა ინიაციატივა, რომელიც გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას ემსახურება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლებაც აქტიურად ჩაერთოს მწვანე ნარგავების განაშენიანების და მოვლა-პატრონობის პროცესში. ერთობლივი ძალისხმევისა და მონდომების გარეშე, ვფიქრობ, შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მსგავსი აქტივობები ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ შედეგად რეგიონში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არსებული ეკოლოგიური გარემო“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, სანერგე მეურნეობა ,,პავლოვნიამ“ ქალაქს პავლოვნიის 300 ნერგი საჩუქრად გადასცა.

,, ნერგების ნაწილი, დღეს სკვერში დავრგეთ, ნაწილი კი სკოლებს გადავეცით, ასევე მოსახლეობას დავურიგეთ ეზოებში დასარგავად. დარგულ ნერგებს აუცილებლად სჭირდება მოვლა-პატრონობა, გვინდა, რომ ამ პროცესში ჩვენი მოსახლეობაც აქტიურად იყოს ჩართული“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ნერგების დარგვის პარალელურად, რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის“ სასათბურე მეურნეობაში გამოყვანილი სეზონური ყვავილები, ქალაქის სკვერებსა და პარკებში ირგვება. ყვავილების დარგვა გუშინ დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა