“გირჩის” წევრი ნიკა ობოლაძე დააკავეს

სამართალდამცველებმა პარტია “გირჩის” წევრი ნიკა ობოლაძე დააკავეს. გამოძიება მას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ან კულტივაციას ედავება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღო. არსებული ინფორმაციით, ნიკა ობოლაძის დაკავება პარტიის ოფისთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმი ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას ცდილობდნენ, რომელსაც ასევე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ედავებოდნენ, რასაც გამოეხმაურნენ პარტია “გირჩის” წევრები და თავად დაკავებული ნიკა ობოლაძე, რომლებმაც სამართალდამცავებს განუმარტეს, რომ ისინიც ფლობდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და უნდა მომხდარიყო მათი დაკავებაც. მტკიცებულებად კი ნიკა ობოლაძემ სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალების შემცველი ერთ-ერთი მცენარე წარუდგინა, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

ობოლაძე გადაყვანილია ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილებაში, სადაც ასევე იმყოფებიან პარტიის ლიდერები, რომელთა ინფორმაციითაც, უცნობია, თუ სად იმყოფება მოქალაქე, რომლის დახმარებასაც პარტიის წევრები ცდილობდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს