“გირჩის” წევრი ნიკა ობოლაძე დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს

პარტია “გირჩის” წევრი ნიკა ობოლაძე სამართალდამცველებმა დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 265-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ან კულტივაციას გულისხმობს.

პარტია “გირჩის” წევრები კვლავ რჩებიან ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების მე-2 სამმართველოს შენობასთან და ელოდებიან კიდევ ერთი დაკავებული პირის გათავისუფლებას, რომელიც პარტია “გირჩის” წევრი არ არის, თუმცა, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვის და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

პარტიის წევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, აღნიშნულ მოქალაქეზე სამართალდამცველებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განეხორციელებინათ.

თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მოქალაქე ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა კონკრეტულად რომელ განყოფილებაში, არ ასახელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა