ცოტნე ანანიძე პატიმართა პრობლემებს გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის ულებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სასჯელაღსრულების ბათუმის მე–3 დაწესებულებაში პატიმრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღესი საბჭოდან აცნობეს, ცოტნე ანანიძე საპყრობილეში ამჯერად პირადი ინიციატივით მივიდა და 4 საათის განმავლობაში სხვადასხვა საკანში მყოფ 19 პატიმარს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა საკანონმდებლო ორგანოს წევრს ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაში დახმარება სთხოვეს, რაზეც დეპუტატმა შესაბამისი დაპირება სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმთან შეხვედრისას მიიღო.

გარდა ამისა, პატიმრებმა დეპუტატს თანადგომა სთხოვეს მის კომისიაში გასაგზავნ წერილებზე დაწესებული საფასურის გაუქმების თაობაზეც. ცოტნე ანანიძე მათთან შეხვედრის შემდგომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი კონსულტაციები დაიწყო.

როგორც პატიმრებმა აღნიშნეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები არ დაფიქსირებულა. ცოტნე ანანიძე მიმდინარე თვის განმავლობაში საპყრობილეში კიდევ ერთ შეხვედრას გემავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს