თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხვალ აღარ გაიფიცებიან

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხვალ აღარ გაიფიცებიან, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ერთობა 2013”-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომელშიც მეტროპოლიტენის 300 თანამშრომელია გაწევრიანებული.

მათი განმარტებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოხდეს კონსენსუსის მიღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეტროპოლიტენის თანამშრომლები 30 დღის შემდეგ გაიფიცებიან.

მათი ნაწილის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაუკავშირდა მეტროპოლიტენის ძველ თანამშრომლებს, რომელთა ნაწილიც წლების წინ სხვადასხვა მიზეზით გაუშვეს და შესთავაზეს მემანქანეების ჩანაცვლება, რაც “ერთობა 2013”-ის წარმომადგენელთა შეფასებით, დაუშვებელია, ვინაიდან მეტროში წლების განმავლობაში მოხდა ტექნიკური განახლება, რომელთაც სჭირდება სპეციალური ცოდნა, რაც წლების წინ გათავისუფლებულ თანამშრომლებს არ გააჩნიათ, ხოლო მათი ხაზზე დანიშვნა საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეებს, რომლებიც მეტროთი სარგებლობენ.

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილი სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასის 45%-მდე გაზრდას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის სხდომაზე პოზიცია დააფიქსირა დედაქალაქის მერმაც, რომელმაც ხელფასის მომატებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა