“გირჩის” ორი წევრის სოლიდარობის მიზნით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც პოლიტიკური პარტია “გირჩის” ორი ლიდერია გადაყვანილი, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კოტე იოსელიანი მივიდა.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმის, რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიციის გამოყენებით, რეალური ოპონენტების განადგურებას. მისივე თქმით, მსგავსი მიდგომები გამოვლინდა სხვადასხვა დროს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა თუ მხარდამჭერების დაკავებისას. იოსელიანის შეფასებით, მსგავსი ქმედებით მნიშვნელოვნად სუსტდება სახელმწიფო ინსტიტუციები.

“ხელისუფლება განაგრძობს რეალური ოპონენტების და იმ პარტიის წარმომადგენლების დევნას, რომლებიც ვერ მოისყიდეს. ეს არის ამის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ხდება პოლიტიკური პარტიის ლიდერთა დაკავება ისე, რომ უცნობია ბრალდება. გარკვეული პერიოდი უცნობი იყო მათი ადგილსამყოფელი. ანალოგიური შემთხვევა იყო ჩემთან მიმართებითაც, როდესაც მე დამაკავეს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს 6 საათის განმავლობაში უმალავდნენ ჩემს ადგილსამყოფელს. მსგავს შემთხვევას ვაწყდებით უკანონო ბრალდების მიმართულებით ჩვენს თანაპარტიელ ზვიად კუპრავასთან მიმართებით. სამწუხაროდ, ეს არის მეთოდები, რომლითაც ხელისუფლება ებრძვის რეალურ ოპონენტებს”, - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ქალაქის მთავარ სამმართველოსთან ასევე იმყოფებიან პარტია “გირჩის” სხვა ლიდერები და მათი მხარდამჭერები. შენობაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა დაკავებულების ადვოკატი გირშელ ძებნიაური.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა