დაკავებული “გირჩის” წევრების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება

პოლიტიკური პარტია “გირჩის” დაკავებული წევრების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, ხვალ, 12.00 საათზე გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატმა გირშელ ძებნიაურმა განუცხადა, დაკავებულები თავს კარგად გრძნობენ. თუმცა ადვოკატმა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. სავარაუდოდ, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი სასამართლო პროცესზე თავს თავად დაიცავენ.

პოლიტიკური პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, აღნიშნული მეთოდით ხელისუფლება ცდილობს “გირჩის” წინააღმდეგ ააგოროს შავი პიარი, რაც პარტიის აქტივობებით არის განპირობებული. მისი თქმით, “გირჩი” ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით ბრძოლას არ შეწყვეტს და რომ ეს დაკავება მათთვის დამაბრკოლებელი არ არის.

ქალაქის მთავარ სამმართველოსთან ასევე იმყოფებოდა “ნაციონალურ მოძრაობის” წევრი კოტე იოსელიანიც, რომელმაც პარტიის ლიდერთა დაკავება მათ პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო