გიგა ბოკერია უმრავლესობაზე - პოლიტიკური კაპრიზი გამოავლინეს, ეს პოლიტიკური ფარისევლობაა

პოლიტიკური კაპრიზი გამოავლინეს. ეს პოლიტიკური ფარისევლობაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმცირესობის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებისას განაცხადა. მისი თქმით, სხდომათა დარბაზი იმ დამოკიდებულების გამო დატოვეს, რაც მმართველ გუნდს აქვს.

„ბოლოს და ბოლოს, მთავრობა აღარ ესწრება ამ დისკუსიას, დისკუსიას, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეძღვნება. ამ დროს კი „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუშვა რეგლამენტის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემდა მიეღო დებატებში მონაწილეობა. ახლა პოლიტიკური კაპრიზით მიიღეს გადაწყვეტილება, გვესმის ცინიკური განცხადებები ღირსებასთან დაკავშირებით. ეს ღირსება კი მაშინ არ ახსენდებათ, როცა მინისტრები არ მოდიან პარლამენტში. ეს არის ფარისევლობა. თავისთავად პრეზიდენტის ფიგურის შეფასება ლეგიტიმურია, მასთან მეც ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგრამ ეს მოხსენება ეხებოდა ქვეყანაში არსებულ ვითარებას და არა იმას, რატომ უღალატა მარგველაშვილმა ივანიშვილს. პარლამენტში გასარკვევი არაა ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობა. ეს გავაპროტესტეთ და დავტოვეთ სხდომა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა