ოთარ კახიძე - „ევროპული საქართველო“ ვერ მიესალმება პრეზიდენტის გამოხტომას, თუმცა უმრავლესობასაც მართებდა მეტი მოქნილობა, რომ ეს დღე არ ჩაშლილიყო

„ევროპული საქართველო“ ვერ მიესალმება პრეზიდენტის ამ მცირეოდენ გამოხტომას, თუმცა ამავე დროს უმრავლესობას მართებდა მეტი მოქნილობის გამოჩენა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ. მისი თქმით, მათ სხდომა დატოვეს, რადგან პრეზიდენტი დარბაზში აღარ არის.

„პრეზიდენტმა წინასწარ იცოდა ფორმატი, მას ეს წინადადება უნდა დაეყენებინა სხდომის დაწყებამდე, რომელიც დებატების შუაში დააყენა ულტიმატუმის სახით. „ევროპული საქართველო“ ვერ მიესალმება მის მცირეოდენ გამოხტომას, თუმცა ამავე დროს უმრავლესობას მართებდა მეტი მოქნილობის გამოჩენა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, მისცემოდა პრეზიდენტს დებატების მიმდინარეობისას კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. ეს არ იქნებოდა პრობლემა, რადგან რეგლამენტი ისედაც არ ითვალისწინებს პრეზიდენტის დასკვნით სიტყვას, მაგრამ დეპუტატები შეთანხმებულები ვართ, რომ ამ უფლებას ვანიჭებთ. ქვეყანა არ დაიქცეოდა, თუ შეიცვლებოდა რეგლამენტი. დიდი ბოდიში, „ევროპული საქართველო“ რომ იბარებს მთავრობას და რეგლამენტით ვალდებული არიან მოვიდნენ, მაშინ რატომ არ ახსენდებათ რეგლამენტი?! ამიტომ პრეზიდენტიც უნდა მოქცეულიყო უფრო სოლიდურად და უმრავლეობასაც მართებდა, რომ ეს დღე არ ჩაშლილიყო“, -განაცხადა ოთარ კახიძემ. მისი თქმით, დებატები პრეზიდენტის ანგარიშის განხილვას ეხება და როდესაც პრეზიდენტი დარბაზში არ არის, აღარ აქვს აზრი დებატებს, ამიტომ დატოვეს სხდომა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა