თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები დღეს აღარ გაიფიცებიან

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები დღეს აღარ გაიფიცებიან, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ერთობა 2013”-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომელშიც მეტროპოლიტენის 300 თანამშრომელია გაწევრიანებული.

მათი განმარტებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოხდეს კონსენსუსის მიღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეტროპოლიტენის თანამშრომლები 30 დღის შემდეგ გაიფიცებიან.

მათი ნაწილის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაუკავშირდა მეტროპოლიტენის ძველ თანამშრომლებს, რომელთა ნაწილიც წლების წინ სხვადასხვა მიზეზით გაუშვეს და შესთავაზეს მემანქანეების ჩანაცვლება, რაც “ერთობა 2013”-ის წარმომადგენელთა შეფასებით, დაუშვებელია, ვინაიდან მეტროში წლების განმავლობაში მოხდა ტექნიკური განახლება, რომელსაც სჭირდება სპეციალური ცოდნა, რაც წლების წინ გათავისუფლებულ თანამშრომლებს არ გააჩნიათ, ხოლო მათი ხაზზე დანიშვნა საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეებს, რომლებიც მეტროთი სარგებლობენ.

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილი სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასის 45%-მდე გაზრდას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის სხდომაზე პოზიცია დააფიქსირა დედაქალაქის მერმაც, რომელმაც ხელფასის მომატებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო