არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ 17 მაისი არ არის ეროვნული დღესასწაული და სახელმწიფოს მხრიდან მისი აღნიშნვა არაეთიკური იქნება

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 17 მაისი არ არის ეროვნული დღესასწაული და მათი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან მისი გამართვა არაეთიკური იქნებოდა.

„გვინდა, ჩვენი გულწრფელი გაკვირვება გამოვთქვათ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოხატული აღშფოთების გამო, რომელიც ეხება ხელისუფლების არ მონაწილეობას 17 მაისს გამართული ღონისძიების დაგეგმვაში და მოწყობაში, რადგან სახელმწიფო არ არის ვალდებული აღნიშნოს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მოწყობილი ღონისძიება, რომელიც არ ითვლება ეროვნულ დღესასწაულად.

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმურად გამართული ღონისძიებები და უზრუნველყოს მონაწილეთა უსაფრთხოება, რასაც აკეთებს კიდეც, მაგრამ მისი მხრიდან არაეთიკური იქნებოდა არა ეროვნული დღესასწაულების მოწყობა.

ჩვენი გულწრფელი გაოცება გამოწვეულია ზემოთ დასახელებული კონკრეტული მოთხოვნის გამო, სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს 17 მაისს გამართული ღონისძიების მართვა, რათა ამგვარი მოწოდება შეიძლება სახელმწიფოს მიმართ ხალხის დიდი მასის უკმაყოფილებაში გადაიზარდოს, გახდეს სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი და ხელი შეუშალოს სამშვიდობო პროცესებს. ამგვარი მოწოდება ხელისუფლების მიმართ, არა მარტო უპასუხისმგებლოა, არამედ არასახელმწიფოებრივი აზროვნების ნათელი ნიმუშია. მით უფრო, რომ ძნელია მსოფლიოში მოიძებნოს სახელმწიფო, რომელიც 17 მაისს და მსგავს გარკვეული კერძო ინტერესების მქონე ჯგუფების ღონისძიებებს ეროვნულ დღესასწაულად მიიჩნევს (თუ გავეცნობით მსოფლიოში არსებულ გამოცდილებას ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი სახელმწიფო არა თუ ხელს უწყობს ამგვარი აღლუმების და ღონისძიებების გამართვას, არამედ კრძალავს კიდეც),“ - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მიმართონ ხელისუფლებას მსგავსი მოთხოვნებით, რაც მათი შეფასებით არასახელწმიფოებრივია.

„უმორჩილესად ვთხოვთ, ჩვენს თანამოქალაქეებს თავი შეიკავონ ამგვარი არასახელმწიფოებრივი მიმართვებისგან, მით უფრო, რომ დღეს ჩვენს სახლემწიფოს არა ერთი მართლაც, რომ საქართველოს მომავალი კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი.

აქვე გვინდა დავამატოთ, რომ „მოწყვლადი ჯგუფები“ საქართველოში არასდროს ყოფილა დაჩაგრული და დევნილი არც სახელმწიფოს და არც მოქალაქეების მიერ. ე.წ. მოწყვლადი ჯგუფები უბრალოდ აღშფოთებულები არიან, იმ ფაქტით, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მათგან განსხვავებული განწყობები და დამოკიდებულება აქვს და თვითონ ცდილობენ უფლება დაურღვიონ მოქალაქეებს და სახელმწიფოსაც გაატაროს გონივრული პოლიტიკა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თავად ხელყოფს სხვა ადამიანების უფლებას, ჰქონდეთ თავიანთი დამოკიდებულება ტრადიციული ფასეულობების მიმართ. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ.

„კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც ფსიქოლოგიურ ძალადობას ნიშნავს და უწოდებენ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეურაცხმყოფელ სახელს - ჰომოფობს. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შეურაცხმყოფელ და ისტერიკულ რიტორიკას, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ და ვფიქრობთ, რომ მათი განცხადება ქალბატონი სოფიო კილაძის გადადგომის მოთხოვნით არაეთიკური და არამართებულია. პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი ცნობილია თავისი ერთგული და მაღალპროფესიული დამოკიდებულებით საქმის მიმართ და კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვთ, გარკვეულ ორგანიზაციებს გამოიჩინონ თავშეკავება, ეთიკა და სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატივი სცენ თავის ხელისუფლებას, რომელიც იცავს მათ და ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას თავის თანამოქალაქეებს და თვითონ ხელოვნურად ნუ გამოიწვევენ ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების მარგინალიზაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „დემოკრატიული მმართველობის და ინოვაციების ინსტიტუტი“, „ქართული მისია“, „საზოგადოებრივი ინიციატივების პლატფორმა“, „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი“, „საქართველოს ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემია“, „ბავშვთა დაცვის უფლებების საზოგადოება“, „ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი“, „გიორგი ლილუაშვილის ფონდი“, „საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო“, მ.პგ. - პარტია „საქართველო“, „პედაგოგები ჯანსაღი ცხოვრებისთვის“, „დიადი იმედების ათასწლეული“, „სოციალური სახლი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის და მონიტორინგის ცენტრი“, „საქართველოში პენინტენციალურ სისტემაში მოქალაქეთა უფლებების დაცვის და მათი საზოგადოებაში ადაპტაციის ორგანიზაცია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა