სომხეთის მმართველი პარტია - 8 მაისს სომხეთს პრემიერ-მინისტრი ეყოლება

სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს, მაგრამ ირწმუნება, რომ 8 მაისს დაგეგმილი კენჭისყრის მეორე ტურის შედეგად, ქვეყანას ახალი პრემიერმინისტრი ეყოლება. ამის შესახებ რესპუბლიკელთა საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა ვაგრამ ბაღდასარიანმა განაცხადა.

„8 მაისს სომხეთს პრემიერმინისტრი ეყოლება. რესპუბლიკური პარტია თავის კანდიდატს არ დააყენებს და იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელსაც პარლამენტის შემადგენლობის ერთი მესამედი წამოაყენებს“, - განაცხადა ბაღდასარიანმა.

მანვე სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდა, შეწყვიტონ გზების, მაგისტრალებისა და აეროპორტების ბლოკირება და დაუბრუნდნენ საკონსტიტუციო ველს.