გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში10:00 საათიდან 18:00 საათამდე: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გაზაფხულის, დელისის მე-3 ქუჩის, ნუცუბიძის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, იოსელიანის და ჭიათურის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ოდესის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, არდაზიანის, ბაქრაძის (ნაწილობრივ), ოდიშელიძის (ნაწილობრივ), ცხინვალის (ნაწილობრივ), ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ონიაშვილის, ლვოვის, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ზემო ვეძისის და მერი დავითაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV, IX და X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ცოტნე დადიანის, დიდუბის დასახლების, რაფიელ ერისთავის, მოლითის, კნოლევის, ქართლის, ვახტანგ ნინუას, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ბეჟანიშვილის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, აწყურის, ჭყონდიდელის, წიწამურის, ხუთწლედის, ღრმაღელის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, თმოგვის, ილურიძის, ლომთათიძის, იმერეთის, ჯავის, ქსნის, ფარეხის, კარალეთის, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, წიკლაურის, საყვირის და კოხრეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები ზუბალაშვილების, ლაღიძის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში,10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, ვეკუას, ფხოვის, თაბუკაშვილის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, გორის, იამანიძის, მეტრეველის, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ა მიკრორაიონის, ქერჩის, ვეკუას, ხიზაბავრის, თიანეთის, ხევძმარის და აკაკი ვასაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ილორის, ზარზმის და დავით სარაჯიშვილის მცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: ელეფთერ ანდრონიკაშვილის და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

რაც შეეხება ისნის რაიონს, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილი 3-ის II მიკრორაიონის და ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა