სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შექმნის შესახებ შეხვედრა გაიმართება

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში დღეს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შექმნის შესახებ (გეო გაპი/Geo GAP) დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შეხვედრა ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან“ აცნობეს, პროექტი USAID ZRDA პროექტის ფარგლებში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ხორციელდება. შეხვედრას დაესწრებიან დაინტერესებული მხარეები: სასტუმროების, რესტორნებისა და საცალო/საბითუმო ვაჭრობის ქსელების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიები (ნიადაგი, წყალი, ქიმიკატების ნარჩენები), მასერტიფიცირებელი/საკონსულტაციო ორგანიზაციები, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ფერმერთა სათათბიროს წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

„Geo GAP - ის მთავარი მიზნებია: მასერტიფიცირებელი ორგანოს დაფუძნება და ინსტიტუციონალური განვითარება; საქართველოში პირველადი წარმოების სასოფლო-სამეურნეო სერტიფიცირების სქემის შემუშავება, დანერგვა და განვითარება; მწარმოებლების სერტიფიცირების გზით; საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება; გეო გაპის განხორციელება შერჩეულ საპილოტე ფერმერულ მეურნეობებში; ტრენინგების ჩატარება მავნებლების ინტეგრირებულ მართვაზე, აგროქიმიკატების გამოყენებაზე, პირველადი დახმარების აღმოჩენაზე, ჰიგიენის წესებზე და ა.შ.; რისკების შეფასება და შიდა აუდიტი; ფერმერების მიერ ჩანაწერების წარმოება - აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესახებ; მიწის რეგისტრაცია - სერტიფიცირებულ ფერმერებს რეგისტრირებული უნდა ქონდეთ თავიანთი მიწა.

შეხვედრაზე შემუშავდება გეო გაპის საბოლოო კონცეფცია. ასევე, მოხდება დაინტერესებული მხარეების გამოვლენა, ცნობიერების ამაღლება გეო გაპის შესახებ ფერმერებში, გადამყიდველებსა და მომხმარებლებში“, – აცხადებენ ასოციაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა