დავით გაბაიძე ქართულ მედიას თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს

მიუხედავად სირთულეებისა, ქართულმა მედიასაშუალებებმა, სახელმწიფოსთან ერთად შეძლეს და განვლეს უმნიშვნელოვანესი გზა თავისუფლებისკენ, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საბჭოს თავმჯდომარე მედიის წარმომადგენლებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს.

„პრესა ყველა დროსა და ეპოქაში იყო და არის საზოგადოებრივი აზრის გამოვლენის, ფორმირების საუკეთესო საშუალება, თითოეული ქვეყნის, სახელმწიფოს დემოკრატიის ერთგული დარაჯი. მიმდინარე მოვლენების საზოგადოებისთვის ოპერატიულად, ობიექტურად მიწოდება მედიასაშუალებების მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. სწორედ ამიტომ, თავისუფლების ხარისხი, რომლითაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ სახელმწიფო და საზოგადოებრივი პრობლემები შუქდება, როგორც წესი, თითოეული ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის განმსაზღვრელია, ვინაიდან ის სიტყვის, აზრის თავისუფალი გამოთქმის უფლებაზეა დაფუძნებული.

საზოგადოებას უფლება აქვს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია არსებულ რეალობასა და მიმდინარე მოვლენებზე, რაც საკმაოდ შრომატევადი და ამავდროულად, ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა. ხშირად, სულ მცირე ინფორმაციის უკან მედიის წარმომადგენლების ურთულესი, თავდაუზოგავი და რუტინული შრომა დგას. სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვქონდა ისეთი მაგალითებიც, როდესაც რეპორტიორები იღუპებოდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, თუმცა გადარჩენილი მათი კოლეგები, აგრძელებდნენ დაწყებულ საქმეს და საზოგადოებას აწვდიდნენ შეუფერადებელ ინფორმაციას.

მიუხედავად სირთულეებისა, ქართულმა მედიასაშუალებებმა, სახელმწიფოსთან ერთად შეძლეს და განვლეს უმნიშვნელოვანესი გზა თავისუფლებისკენ. თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ უდიდეს მონაპოვარს და გისურვებთ წარმატებებს“, -ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს