პარიზში, საპირველმაისო დემონსტრაციის შემდეგ დაკავებულების რიცხვმა 280-ს გადააჭარბა

პარიზში, საპირველმაისო დემონსტრაციის შემდეგ პოლიციის მიერ დაკავებულების რიცხვმა 280-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა.

„სამართალდამცველები კარგად რეაგირებდნენ. დაკავებულია 280-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100-ზე მეტს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“, - განაცხადა ფილიპმა.

მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია, რომელიც პარიზში 1 მაისს გაიმართა, არეულობაში გადაიზარდა. მსვლელობის დროს, 1200-მა ახალგაზრდამ, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, დაარბია რესტორნები და კაფეები, დაწვა რამდენიმე ავტომობილი.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში იქნებიან მიცემული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს