კინოთეატრ „ამირანში“ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

კინოთეატრ „ამირანში“ დღეს, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi ქართველი რეჟისორის ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმით „გამჭვირვალე სამყარო“ გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმების ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე, ასევე გაიმართება ფილმის მთავარი გმირის, ბექა გუჯაბიძის ფოტოგამოფენა.

3-8 მაისს, თბილისი უკვე მეექვსედ უმასპინძლებს პირველ საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს სამხრეთ კავკასიაში CinéDOC-Tbilisi, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

წლევანდელი გამოშვების სლოგანია: „ჩაუღრმავდი რეალობას“. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, შეხვდეს ფილმის შემქმნელებს და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში.

წლევანდელ სექციაში „სტუმარი ქვეყანა“, წარმოდგენილი იქნება რუმინული დოკუმენტური კულტურა და კინოინდუსტრია.

საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან: ვილანდ შპეკი (Berlinale), ლენა პასანენი (DOK Leipzig-ის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), რეჰად დესაი (Emmy-ს მფლობელი და რეჟისორი ფილმისა „დახვრეტილი მაღაროელები“), ბოგლარ კანაგი (საუკეთესო პროგრამების ნომინაციაში გამარჯვებული, 2017 წლის Europa Cinemas Awards-ის მფლობელი) და მრავალი სხვა.

სექცია „ქართულ პანორამა“ კი, ძირითადად ახალგაზრდა კინორეჟისორების უახლეს დოკუმენტურ ფილმებს აერთიანებს. გარდა ამისა, წელს პირველად CinéDOC-Tbilisi თანამშრომლობს რეზო გაბრიაძის თეატრთან, სადაც მაყურებელი იხილავს ლეო გაბრიაძის ანიმაციურ დოკუმენტურ ფილმს „ჰარიჰარალე დედაო, გადავჯექ კურდღელზედაო“.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: ვორკშოპები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა