სერგეი ლავროვი - უკრაინაში, შიდა პოლიტიკურ კრიზისში დამნაშავეა დასავლეთის ქვეყნების ჯგუფი, სათავეში შეერთებული შტატებით

უკრაინამ ფაქტობრივად დაკარგა დამოუკიდებლობა და ეროვნული ეკონომიკა აშშ-ს მეთაურობით დასავლეთის ქვეყნების მიერ პროვოცირებული შიდა კრიზისის გამო, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიური ჟურნალ Panorma-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მრავალი წლის განმავლობაში კიევს აიძულებდნენ გაეკეთებინა მცდარი არჩევანი - „ჩვენთან ან ჩვენს გარეშე“, განევითარებინა თანამშრომლობა აღმოსავლეთთან ან დასავლეთთან, რამაც საბოლოოდ გამოიწვია უკრაინის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა, რომელიც არასდროს არ გამოირჩეოდა სიმტკიცით. დღევანდელი შედეგია დამოუკიდებლობის დე ფაქტო დაკარგვა, ადამიანების ტანჯვა, ეროვნული ეკონომიკის ნგრევა“, - განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, უკრაინაში, შიდა პოლიტიკურ კრიზისში დამნაშავეა „დასავლეთის ქვეყნების ჯგუფი სათავეში შეერთებული შტატებით, რომელიც მთელ მსოფლიოს საკუთარი გავლების სფეროდ თვლის, რომელიც ხალხებს „თავისიანებად“ და „უცხოებად“ ყოფს“.

„დასავლეთის მოქმედებებში არაფერია პროუკრაინული, ყველაფერი ანტირუსულია. ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-სა და რიგი მისი სატელიტებისთვის საუბარი ევრო-ატლანტიკურ ზონაში ერთიანი მშვიდობის სფეროს, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შექმნაზე იყო შირმა, გეოპოლიტიკური სფეროს ხელში ჩაგდების არქაული პრაქტიკის საფარველი, გამყოფი ხაზების აღმოსავლეთით გადაადგილება, როგორც ნატო-ს გაფართოვების, ისე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის რეალიზაციით“, - აღნიშნა ლავროვმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო