პრემიერი - ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, სამართლებრივად მოქმედი არ არის

ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მისასალმებელია ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება საკითხზე - “კონფლიქტი საქართველოში“.

„ეს არის ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება. საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ადამიანის უფლებათა კუთხით იქ არსებული მდგომარეობა 2014 წლის შემდეგ აქტიურად განიხილება ევროსაბჭოს ფორმატში და სხვა საერთაშორისო შესაბამის ფორმატებში, რაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის.

ევროპის საბჭოში 2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ძალიან მკაფიო საერთაშორთაშორისო სამართლებრივ შეფასებას რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და არსებულ ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზანად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ არის სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი. არ აქვს მას სამართლებრივი შედეგი. ასევე, ისინი გამოხატავენ შეშფოთებას არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე და ადამიანის უკანონო გატაცების სხვა ფაქტებზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ევროსაბჭო მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პაკეტს და გამოუცხადა ღია მხარდაჭერა მთავრობის ინიციატივებს.

„გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ მთავრობის ეს ინიციატივა წარმოადგენს ნათელ მაგალითს სამშვიდობი პოლიტიკის და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მტკიცე ნებაზე. ევროპის საბჭოს, ისე როგორც საქართველოს სხვა პარტნიორების მხრიდან ჩვენი სამშვიდობი ინიციატივის აღიარება უმნიშვნელოვანესია შემდგომში მისი ეფექტური განხორციელებისთვის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს