მთავრობა პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას იწყებს

მთავრობა პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას იწყებს. „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალ კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროფესიულ განათლებაში იგეგმება გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელების დანერგვა.

„პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია ხდება, ანუ ჩნდება ატესტატის მიღების და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა. იქმნება პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩართვის შესაძლებლობა. მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული, ანუ ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორეტიზაცია. ასევე ჩნდება ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა. ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადების და გადამზადების სისტემა არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის. განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, მეორე შემთხვევაში, ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დაინერგება ინკილუზიური განათლების სისტემური მიდგომები.

„სახელმწიფო პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის, მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ. ჩამოყალიბდება მასწავლებლების მომზადების, კარიერული წინსვლის სისტემა. იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა